„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
სამწუხარო მოვლენაა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაახლოების მთელ იდეას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტით ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „საზოგადოებრივი აზრი, განწყობები ევროპაშიც იცვლება, რაზეც გარკვეული ძალები უკვე ხმამაღლა საუბრობენ“.
„მათ შორის დასავლეთ ევროპაში და არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ყველაფერზე გარკვეული ძალები უკვე ხმამაღლა საუბრობენ. სამწუხარო მოვლენაა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაახლოების მთელ იდეას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტით ხდება. „ევრონესტი“ ისეთ ჯგუფებს იწვევს, რომელთაც საპარლამენტო ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და თავიდან ბოლომდე თავის რეზოლუციებს საქართველოსთან მიმართებით აგებს. რა უფლებით, რა ობიექტურ საფუძველზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები არ შედგა? – ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ შეტევისთვის. საქართველო ევროკავშირისა და იმ ფასეულობის მატარებელი ევროპისთვის იბრძვის, რისთვისაც გაერთიანება შეიქმნა. ერთი ბიუროკრატია დიქტატს ახორციელებს სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებზე. ეს პოზიცია გაზიარებულია ბევრი ხალხის და უკვე მთავრობების მიერ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.