შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
ოპოზიციას რესურსი არ აქვს, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში. ამიტომ არიან მახვეწრებად გადაქცეული, რომ რამენაირად გარედან ამ ქვეყანას დამართეთ ისეთი რამ, რაც ხალხისთვის იქნება მტკივნეული და იქნება დავბრუნდეთ ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებში არ მოხვდა ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ნონსენსია მსგავსი მოთხოვნების დაყენება, რადგან ვიზალიბერალიზაციასთან ამ საკითხებს არანაირი კავშირი არ აქვს.
„ერთი არის პოლიტიკური განცხადებები და მეორე არის, როდესაც დოკუმენტს წერენ, იქ მეტ-ნაკლებად უწევთ ხოლმე ობიექტური ვითარების მეტ-ნაკლებად გათვალისწინება. ანუ „მოვითხოვ ვიზალიბერალიზაციისთვის ახალ არჩევნებს“ საერთოდ სად წერია ან რასთან კავშირშია?! დაკავშირებადობაც კი არ არსებობს ამ საკითხების. გაათავისუფლეთ დაპატიმრებული ადამიანები, ჯერ ხომ უნდა მოხდეს იმის შეფასება, რომ ეს ადამიანები რომ არიან დაპატიმრებული, სასამართლო პროცესი შედგა ამასთან დაკავშირებით და ვინ არის მსაჯული, რომ ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ არ უნდა განთავისუფლდეს. ზოგადად, ვინმეს გათავისუფლება ულტიმატუმის წესით არ ხდება. ეს არის, ასე ვთქვათ, კეთილი ნების გამოხატვა სახელმწიფოს მიერ და არა გარედან ულტიმატუმის წესით.
ჩვენი ოპოზიცია რა მდგომარეობაშია?! მათ არანაირი რესურსი ქვეყნის შიგნით სანდოობისა არა აქვთ, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში. ამიტომ არიან მთლიანად დამოკიდებული და მახვეწრებად გადაქცეული, რომ რამენაირად გარედან ამ ქვეყანას დამართეთ ისეთი რამ, რაც ხალხისთვის იქნება მტკივნეული და იქნება ამ სიტუაციაში დავბრუნდეთ ხელისუფლებაში. არიან გარე ძალები, რომლებიც აი, ამ მახინჯი ფორმულის ასე ვთქვათ კულტივაციას ეწევიან. თუ მყარად არ დადგა ქვეყანა, საზოგადოება ასეთი მახინჯი მიდგომების კულტივაცია არასდროს დამთავრდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული საქართველოსთან დამოკიდებულება, რომ თქვენი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ევროპა ის ევროპა, ვისკენაც საქართველო ყოველთვის გულწრფელად მიილტვოდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, რეკომენდაციებში არის საკითხები, რომელზე დისკუსიისთვისაც ქართული მხარე მზად არის.
„მაგ საკითხებში არის ისეთი ჩამონათვალი, რომლებზეც მუდმივად ხდება ხოლმე პოზიციების შეთანხმება. ლაპარაკი არის მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რეადმისიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაუსაბუთებელი პოლიტიკური თავშესაფრის თემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს არის ის საკითხები, რა საკითხებშიც საქართველოს მყარი პოზიციები გააჩნია და მზად ვართ აბსოლუტურად ამ და სხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.