1749042430
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მოწოდებაზე: იძულებულები არიან, რომ ეს მოწოდება გააკეთონ და ამით მორალური უფლება და საფუძველი გაუჩინონ ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმიანება, რომელშიც სტრუქტურა ქართულ ოპოზიციას მოუწოდებს, გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები.
ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი იძულებულია, ასეთი მოწოდებით გამოვიდეს.
„დაინახეს იმ ძალებმა, რომ საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ არ გამოსდით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. ამიტომ იძულებულები არიან, რომ ეს მოწოდება გააკეთონ და ამით მორალური უფლება და საფუძველი გაუჩინონ ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ წინააღმდეგობრივია ვითარება ევროკავშირის ამ სტრუქტურებში და რაოდენ გაბანკროტებულია ქართული ოპოზიცია, რადიკალები და მხოლოდ და მხოლოდ უცხოური მითითებით შეუძლიათ პოლიტიკური არსებობის შენარჩუნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.
კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.