„ელჭექი და სეტყვა...“ - ამინდი მკვეთრად იცვლება
1757073060
მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში, „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქარხნის მასშტაბი არის შთამბეჭდავი და მისი წლიური წარმადობა - 400 000 ტონა არმატურა - მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია; საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და, რაც მთავარია, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.
ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა - 400 000 ტონა არმატურა - მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად.
კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია: შემდეგი ეტაპის - ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხანა თავად აწარმოებს ნედლეულს და სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ნიშნავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.