ირაკლი კობახიძე დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება

 ირაკლი კობახიძე

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე დღეს ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა, რომლის მთავარი თემაც მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვაა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

ირაკლი კობახიძე ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.

"საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე. პრემიერს საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა პანელზე. ასევე, იქნება პანელური დისკუსიები, დელეგაცია დაესწრება გახსნის სესიას და იქნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, პრეზიდენტ ერდოღანთან. ფორუმის მიზანია, რომ ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში გვაქვს სახეზე," - აცხადებს აქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი.