საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტ – Cellebrite C2C-ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.

სამიტის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველოს ორმა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა Cellebrite-ის საერთაშორისო ტრენერობის პროგრამის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რითაც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისკენ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.