გივი ჩხარტიშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ, რაც მნიშვნელოვან სიკეთეს მოუტანს დიდუბის რაიონს და დედაქალაქს

გივი ჩხარტიშვილი

ჩემო დიდუბელებო! კვლავ მაქვს პატივი, ვიყო დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, - წერს სოციალურ ქსელში დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი და აღნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდება დიდუბის რაიონისთვისა და დედაქალაქისთვის.

„განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივი ძალებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" გუნდთან და თქვენთან ერთად მომავალი ოთხი წლის მანძილზე კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ, რაც მნიშვნელოვან სიკეთეს მოუტანს ჩვენს რაიონს და დედაქალაქს.

მადლობას გიხდით თქვენ, დიდუბის მცხოვრებლებს, იმ თანადგომისთვის, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავ, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, - წერს ჩხარტიშვილი.