სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას
1755250205
ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დამასახელა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა,- წერს მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ჩიქვინიძე.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!
ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებში მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დამასახელა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა.
მუხიანში დავიბადე და გავიზარდე. აქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი, აქ მყავს საბავშვო ბაღისა და სკოლის მეგობრები, ძვირფასი მასწავლებლები, უფროსი და უმცროსი მეზობლები, გულიანი და ამაყი მუხიანელები. ეს უბანი ჩემი სახლია და თითოეული თქვენგანი ჩემი ისტორიის ნაწილია.
ჩემი ოჯახის შესახებ მომავალ შეხვედრებზეც ვისაუბრებთ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ დედაჩემს, ,,დოდო ექიმს”ამირანაშვილს, ალბათ მუხიანში ყველა იცნობს.
გვერდის შექმნის მიზანია მეტად მოხერხებული კომუნიკაცია. ამ სივრცეში გვექნება გულწრფელი საუბრები, გაგიზიარებთ ჩემს გეგმებსა და ნაბიჯებს. ამავე დროს მნიშვნელოვანია მოვისმინო საკითხები, რომელიც თქვენ გაწუხებთ და
რომელთა გადაჭრის გზებს ერთად მოვიძიებთ.
მჯერა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია. ერთად, პატიოსნებითა და შრომით, შევძლებთ რეალურ ცვლილებებს.
გმადლობთ, რომ ჩემს გვერდით ხართ. ეს გზა ჩვენია და ჩვენივე ხელშია მისი წარმატება",- წერს ჩიქვინიძე.