ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა - ნახეთ ახალი კურსი
1755263032
მილერი განმარტავდა სიკვდილთან დაკავშირებული სიზმრების მთავარ მნიშვნელობას, როგორც მღელვარების, დანაკარგის, სირთულეების მომასწავებელს. ხოლო იმის გარკვევაში, თუ ცხოვრების რომელ სფეროში წარმოიშვება პრობლემები, დაგეხმარებათ სიზმარში ნანახი დეტალები. მაგალითად, ოთახი, საკუთარი ან სხვისი საცხოვრებელი, რომელშიც გარდაცვლილი იმყოფებოდა. კიდევ ერთ არსებით მომენტს წარმოადგენს საუბრები. ეცადეთ, გაიხსენოთ, რა თემებზე იყო საუბარი, რას ამბობდით თქვენ, და რას- სხვა პერსონაჟები. ყველაზე ფასეულია ინფორმაცია, რომელსაც გარდაცვლილი იტყვის, თუ სიზმარში უცებ გაცოცხლდება. მის ფრაზებს პირდაპირი მნიშვნელობა ექნება.
რატომ გვესიზმრება ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
ფროიდის მიხედვით
ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი თავის ორიგინალურ განმარტებას გვთავაზობს. თუმცა, ის ეთანხმება მოსაზრებას: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიზმარში საუბრობენ გარდაცვლილები და მათ გარშემო მყოფი ადამიანები. ყველა ნათქვამს აქვს მნიშვნელობა. ეს ფროიდისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ის ასეთ სიზმრებში ეროტიულ მნიშვნელობას არ განიხილავს . ხოლო თუ გესიზმრებათ მეგობრების ან ნათესავების მკვდარი შვილი, ეს იმის ნიშანია, რომ დროა, საკუთარი შვილი გყავდეთ.
რატომ გვესიზმრება ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
ზოგადი ახსნით
თუ სიზმარში ჯანმრთელ ნაცნობს ან ნათესავს გარდაცვლილებს ვნახულობთ, მაშინ მღელვარებას განვიცდით. ამხსნელები გვარწმუნებენ, რომ ასეთი სიზმრები წინასწარმეტყველური არ არის.
ცვეტკოვის მიხედვით
მეცნიერი დარწმუნებული იყო, რომ სიზმრებს გარდაცვლილების შესახებ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისინი შეიძლება გამოხატავდნენ ამინდის ცვლილებას, მაგალითად, მზიანის წვიმიანით, ასევე- სეტყვას, თოვლს. კიდევ ერთი ვერსია- ეს სიზმარი სტუმრების მოსვლას მოასწავებს.
ვანგას მიხედვით
ცნობილი ბრმა წინასწარმეტყველი ბულგარეთიდან დარწმუნებული იყო, რომ სიზმარი გარდაცვლილი ადამიანებით არაფერს კარგს არ მოასწავებს , არამედ მხოლოდ სირთულეებს- უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო გაუგებრობებისგან მსხვილ შერყევამდე. იმისთვის რომ ზუსტად ავხსნათ სიზმარი, ვანგა ასევე გვირჩევდა, რომ მასში მოსმენილი საუბრები გაგვეხსენებინა. თუ გარდაცვლილის როლში თქვენს მეგობარს ნახულობთ , ეს იმის ნიშანია, რომ გლობალური ცვლილებები გელოდებათ. იმის მიუხედავად, რომ ისინი სასიხარულო და დიდი ხნის ნანატრი იქნება, მათზე ბევრი ენერგია და დრო უნდა დახარჯოთ. თუ თქვენი მეგობარი რომელიმე სასიკვდილო დაავადების შედეგად დაიღუპა, ეს სიზმარი მოსალოდნელ ეპიდემიას ან ბუნებრივ კატაკლიზმებს მოასწავებს. სრულად