გიორგი ვოლსკი: კანონის ტოტალური გამკაცრებაა საჭირო ნარკოტიკის შენახვის, გავრცელების და აქედან ფინანსური მოგების მიღების საკითხებზე

ვოლსკი

კანონის ტოტალური გამკაცრებაა საჭირო ნარკოტიკის შენახვის, გავრცელების და აქედან ფინანსური მოგების მიღების საკითხებზე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას.

„რატომღაც ისეთი მოსაზრებაა გავრცელებული, თითქოს მარიხუანა იმ დონის ნარკოტიკი არ არის, რომელმაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ სხვა ნარკოტიკზე ნაკლები ზემოქმედება არ აქვს ადამიანის ჯანმრთელოაბზე. კანონის ტოტალური გამკაცრებაა საჭირო ნარკოტიკის შენახვის, გავრცელების და აქედან ფინანსური მოგების მიღების საკითხებზე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.