9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
დარწმუნებული ვარ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ეს ყველაფერი კი იქნება იმის წინაპირობა, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდება, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
„ჩვენ ვნახავთ დიდი იმედგაცრუებას რადიკალებში. ვხედავთ, რომ რადიკალებში 4 ჯგუფია და არჩევნების საკითხზე, ოთხივე ჯგუფს განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ. სრული ქაოსი აქვთ, შეიძლება ამ ყველაფერს პოლიტიკურ ბარდაგი ვუწოდოთ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება.