გიორგი ბოტკოველი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: საკუთარი თავისა და ქვეყნის ღალატად მიმაჩნია ეს ნაბიჯი

გიორგი ბოტკოველი

"ადგილობრივ არჩევნებში შესვლა დღეს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ფიქრობს, რომ არის პროევროპული პოლიტიკური ძალა და უნდა ქვეყნის განვითარება, იქნება ღალატი ქართველი ხალხის მიმართ," - ეს განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს პოზიცია მკაფიოდ აქვს გაცხადებული.

"ჩვენი პოზიცია მკაფიოდაა გაცხადებული. მაგალითად, მე პირადად, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღალატად მიმაჩნია ეს ნაბიჯი," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.