ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციისდეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოებისთანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისშედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა, აბები და გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულიაელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.