ცნობილია როდის დაიწყება მერაბ დვალიშვილის და შონ ო'მალის დაპირისპირება
1749308980
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა. წყვილმა შვილს კირა დაარქვა. სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ფოტოებთან ერთად კი ღმერთს მადლობა გადაუხადა. ახლახან კი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ მესამე შვილის გაჩენა უფრო მარტივი აღმოჩნდა:
„ძალიან მარტივი ყოფილა მესამე შვილი, ჯერჯერობით. საკეისროც ძალიან მარტივია, დავდივარ ამ დილით გამართულად, ვსეირნობ, ბავშვსაც უფრო მარტივად ვაჭმევ, გაოგნებული ვარ. თან ოფოფებიც არ მოდის, წინაზე მეორე დღიდან მოვიდა, ახლა ჯერჯერობით კარგად ვარ“, - ამბობს ნანუკა გულუა.