ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში
1758706315
ხელისუფლებამ ანა წითლიძის განცხადებას ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, როგორიც უნდოდათ, საუბრობენ დაძაბულობაზე, რომ ხალხში შიში შეიტანონ, არავინ დაძაბულობას, უკანონობას არ აპირებს, იქ იქნება ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი გულანთებული, პატრიოტი მოქალაქე, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრავს იმ მოლოდინებს, რომელზეც ვსაუბრობთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი „ნაციონალურ მოძრაობა“ არ არის, თუმცა მრავლად იქნება წარმოდგენილი.
„4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე შეიძლება, ისაუბროს ორგანიზატორებმა, ამ აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, თუმცა პოზიცია შემიძლია, გითხრათ. მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საქართველოს რიგითი ჯარისკაცი ვარ, ნებისმიერი აქციის და თავისუფალი, დემოკრატიული გამოხატულების, რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ანი წითლიძის განცხადებას, ხელისუფლებამ როგორც უნდა, ისე გაიგო და როგორც უნდოდა, ისეთი ინტერპრეტაცია გადაიტანეს. საუბრობენ რაღაცა დაძაბულობაზე, რომ ხალხში შიში შეიტანონ. არავინ არანაირ დაძაბულობას, უკანონობას არ აპირებს. იქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი გულანთებული, პატრიოტი მოქალაქე, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრავს იმ მოლოდინებს, რომელზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, მოედნის პიკეტირება მოხდება, სადაც იდგება ძალიან ბევრი ადამიანი.
„რაც შეეხება კონკრეტულად, ვის რა პოზიცია გააჩნია, მე გიფიქსირებთ ჩემი პარტიის პოზიციას, ჩემს პოზიციას – ამ პროცესის მონაწილეები ვიქნებით ბევრ მოქალაქესთან ერთად, რომელიც შეიკრიბება. გადაწყვეტილების მიმღები არის ქართველი ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკოს. გეგმებზე შეიძლება, ისაუბროს ადამიანმა, რომელიც არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი და, ჩვენ ვიცით, რომ ამ აქციას ჰყავს ორი ორგანიზატორი – პაატა ბურჭულაძე და, ზოგადად, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირი“. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, საკმაოდ მრავლად იქნება წარმოდგენილი 4 ოქტომბრის აქციაზე. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ პროცესში იყო წარმოდგენილი ადამიანი და კვლავაც არის, მოუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ თავისუფლება აღეკვეთა ლევან ხაბეიშვილისთვის. გარდა იმისა, რომ მას თავისუფლება აღუკვეთეს, ყველანაირი უფლება ჩომოართვეს. ლევანის ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ლევანის არყოფნის მიუხედავად, თითოეული ჩვენგანი იქნება აქტიური“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.