თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ლევან რატიანის კომენტარი
1751991503
ეუთო/ოდირს შეუტიეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა დაწერა, ახლა კიდევ გვკარნახობენ, მოვიწვიოთ და შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ამ დასკვნის მიმართ უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ოპოზიციონერებს.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები. აქედან გამომდინარე, არცერთი სახელმწიფო, მით უმეტეს, საქართველო არ დაუშვებს, რამე მოხდეს ისეთი, რაც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთო/ოდირიის დასკვნამ, არათუ კითხვები, ასეთი გააფთრებული შეტევა პრაქტიკაში არ არსებობდა ევროპულ სივრცეში. შეუტიეს, რადგან დადებითი დასკვნა დაწერა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეუთო/ოდირის განცხადება ერთია, მაგრამ მეორეა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომლის მიმართაც უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ოპოზიციონერებს, მეხუთე კოლონას, გარეთა აქტორებს, გადაუარეს, ბულინგის ასეთი ხარისხი ევროპულ ისტორიას არ მოსწრებია. ეუთო-ს გენერალური მდივნის, დამკვირვებლების განცხადება იყო, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე. აქედან გამომდინარე, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორც ეკადრება განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები და არანაირი წინაპირობა არ უნდა შევუქმნათ რაიმე დაპირისპირებას, მით უმეტეს, ევროპის ფორმატში, რომელიც არაერთხელ საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას. ასე რომ, ჩავატაროთ არჩევნები ისეთი, როგორც ეკადრება დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოს.
არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ დონეზე, როგორც ტარდება ევროპულ ქვეყნებში. მით უმეტეს, განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, თითქოს პოლიტიკური პატიმრებია და გარკვეული გარემოებებია შექმნილი, არ ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს. გადახედონ, რა ხდება ევროპულ სახელმწიფოებში, მაშინ როდესაც სახელმწიფო სისტემას უპირისპირდება გარკვეული აგრესია, რა ხდება გინდ პოლიციის, გინდ სასამართლოს მხრიდან. ზუსტად ამ გზით მივდივართ ჩვენც. ასე რომ, არჩევნებს არაფერი ემუქრება. განცხადება თუ კეთდება, რომ 20 წლის განმავლობაში ისტორიას არ ახსოვს ასეთი მოვლენა, ისტორიას არც ის ახსოვს არც 20, არც 30 წლის განმავლობაში, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებული დადებითი შეფასება ფეხქვეშ ყოფილიყო გაგდებული, აბუჩად აგდებული. აქედან გამომდინარე, კიდევ გვკარნახობენ, რომ მოვიწვიოთ ორგანიზაცია, შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ და კიდევ საშუალება მივცეთ, გარკვეულ სპეკულაციებს, ბულინგს ჰქონდეს ადგილი. ვფიქრობ, გვეყოფა ძალა იმისათვის, მათ შორის, ე.წ. კრიტიკულ მედიას, როგორც თვითონ უწოდებენ თავის თავს, ეყოფა ძალა, ობიექტურად, სამართლიანად შეაფასოს და გვქონდეს ისეთი არჩევნები, როგორიც ტარდება სხვა ქვეყნებში, სადაც არ აქვთ აუცილებლობა, ვინმე გარედან ამოწმებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ეუთო/ოდირ-მა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც, მათ შორის, ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან გამონაკლისს“.