მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბინას „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს - უცნობია, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია, გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება.
„საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება. ეს სრული ანომალიაა!
ასეთ აკრძალვებს რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: ინტერესთა კონფლიქტი; დიპლომატიური ნორმები; უსაფრთხოების საკითხები; აღქმა - დიპლომატიური მისიები ძალიან მგრძნობიარენი არიან საზოგადოების აღქმებში. მაშინაც კი, თუ შეთანხმება კანონიერია. ამან შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური დაპირისპირება ან ჟურნალისტური გამოძიება.უპრიანი იქნება თუკი გერმანული მედიაც დაინტერესდება მამუკა ხაზარაძის მეუღლის, ირინა ხაზარაძისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანი ურთიერთობით უძრავი ქონების ქირავნობასთან დაკავშირებით“, - წერს აბაშიძე.