ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
„ერთადერთი, რაც მან გამოხატა, ეს არის წყენა, იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ, ეწყინა მათი წარუმატებლობა", - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს რომ ჩავეკითხო, თუ რა არ მოსწონს 12-პუნქტიან გეგმაში ვერ გიპასუხებთ.
„ამით მან როგორც ჩანს გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე ისეთ სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ რას გულისხმობდა, მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში ვერ გიპასუხებთ. ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, აი რატომ არ მოეწონა 12 პუნქტიანი გეგმა ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ ეწყინა მათი წარუმატებლობა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764