„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
მმართველი გუნდი გერმანიის ელჩის განცხადებას აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით ფიშერის საქმიანობა მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა და ძალადობის წახალისებაა.
ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ გერმანიის ელჩს არ უნდა უკვირდეს ხელისუფლების განწყობა და დამოკიდებულება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ფიშერი დიპლომატიურ მისიას ნეგატივის ფონზე ასრულებს.
ადამიანი ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას საქართველოში და ასრულებს ასეთი ნეგატივის ფონზე. ასრულებს იმ ქვეყანაში, რომელმა ქვეყანამაც სხვადასხვა დროს გერმანიის ისტორიაში ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა და გერმანულ-ქართულ ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე ახლა ცდილობს თავი იმართლოს, არადა ფაქტი ყველასთვის ნათელია ფიშერი ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში ოღონდ ეს არ იყო დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქცეული არ იყო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებისკენ განმტკიცებისკენ მოწოდებული. არამედ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა და მათთვის სასურველი იდეოლოგია უნდა გამეფებულიყო,"- აცხადებს ქადაგიშვილი.