რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
,,ზაფხულში „ფიდელიტასის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სფეროებში.
ჩვენ შევძელით შესანიშნავი პარტნიორობის დამყარება პრეზიდენტ გიორგი ჩაკვეტაძესთან, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე განვავითაროთ მჭიდრო ურთიერთობები ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს შორის - რითაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდა უნგრელები „ფიდელიტასიდან“ საქართველოს ეწვივნენ. მათ გიორგი ჩაკვეტაძისგან საჩუქარი - საქართველოს ხელმოწერილი დროშა გადმომცეს. მადლობა ქართული დროშისთვის, რომელიც გამომიგზავნეთ - ეს უაღრესად ღირებული და გულწრფელი გულისხმიერებაა!
მალე უნგრელი და ქართველი პატრიოტი ახალგაზრდები პირადად შეხვდებიან ერთმანეთს ბუდაპეშტში, „ფიდელიტასის“ კონგრესზე!''