ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა - ახალი დეტალები
1749738363
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიზანი რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებს ამოიღებს, - განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ახალი პაკეტის თანახმად, ევროკავშირი კრძალავს ევროპელი ოპერატორებისთვის პირდაპირ და ირიბ თანამშრომლობას „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტებთან. გარდა ამისა, როგორ ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სანქციების მე-18 პაკეტის თანახმად, რუსული ნავთობის ერთი ბარელის ღირებულების ფასის ზედა ზღვარი 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაიწევს.
„რუსეთზე წნეხს ვზრდით, ვინაიდან ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის. შესაბამისად, ძლიერი სანქციების მე-18 პაკეტის წინადადებით გამოვდივართ. სამიზნეში ვიღებთ ორ სექტორს, რუსეთის ენერგეტიკის სექტორს და რუსეთის საბანკო სექტორს. ვაფართოებთ საექსპორტო აკრძალვებსა და კონტროლს, ვაძლიერებთ სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს. ჩვენი მიზანი ცხადია. ომი უნდა დასრულდეს. ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზული წინადადებით უნდა მოვიდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.