სიკვდილით დასჯიან კაცს, რომელმაც დაზღვევის მიღების მიზნით, დედა მოაკვლევინა (უცხოეთი)
1762621254
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას გამოეხმაურა:
„თავის დროზე ვთქვით, რომ ელჩის კონსულტაციაზე გაწვევა, ახლა კი მოხსნა არ მიგვაჩნდა სამართლიან გადაწყვეტილებად. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ადამიანური ტრაგედიების დასრულება ჰქვია, რომ ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.