ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, არის მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების ცვლილება - ირაკლი ფავლენიშვილი "მშვიდობიანი დამხობის" გეგმაზე

ირაკლი ფავლენიშვილი

ლევან ხაბეიშვილის გეგმას, სადაც ის "მშვიდობიან დამხობასა" და 4 ოქტომბრის რევოლუციაზე საუბრობს, იზიარებენ მისი თანაპარტიელებიც. ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, რევოლუცია შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია.

"იგულისხმება რევოლუცია, რომელიც იყო აუცილებელი 2003 წელს. ახლაც არის აუცილებელი, იმიტომ, რომ არჩევნები არის გაუქმებული. ასე რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, როდესაც ყველა არის განწირული იზოლაციისთვისა და დაპატიმრებისთვის, არის მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების ცვლილება", - აღნიშნა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.