3000 - 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ვის გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1752226250
საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ რატომ არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე - ასეთია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გეგმა თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად. პარტიის წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ისინი შეხვდებიან საკუთარ ამომრჩევლებს და აუხსნიან, თუ რატომ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
"სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამომრჩევლის, საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში. თუ თქვენ გულისხმობთ, რომ ჩვენ შევხვდებით საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, ამ ყველაფერს ავუხსნით და დავარწმუნებთ იმაში რომ დიახ, ისინი არ უნდა მივიდნენ მონაწილეობის მისაღებად - დიახ, ჩვენ ამას ვიზიარებთ, ჩვენ ამას პირდაპირ ვაცხადებთ," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გეგმას სერიოზულად ვერ აღიქვამს "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია და აცხადებს, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიას რომ ჰქონდეს რესურსი რაიმეს ჩასაშლელად, ჯერ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ.
"მე არჩევნების ჩაშლის ნაკლებად მჯერა, რადგან ასეთი სიმამაცის იმედი რომ მქონდეს "ნაცებისგან", მინიმუმ, მიშა გამოხსნილი იქნებოდა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვიღებდით არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება სხვა დანარჩენ პარტიებს - მათ დღემდე ვერ გაურკვევიათ ერთმანეთში რიგდებიან, ჩხუბობენ თუ რას შვრებიან. ამიტომ, მე შეგნებულად არ ვიძლევი სერიოზულ კომენტარებს ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს იაგო ხვიჩია.