1758376664
დიმიტრი ხუნდაძე ბრიტანეთის სანქციებზე: საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობაა, როდესაც ასანქცირებენ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ასაღებენ ისე, თითქოს ეს არის საქართველოს შავი ლაქა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის და ბიზნესმენ ლევან ვასაძისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
ხუნდაძე დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ ქმედებას „საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობას“ უწოდებს.
„საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობაა, როდესაც ასანქცირებენ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ასაღებენ ისე თითქოს ეს არის საქართველოს შავი ლაქა“,- აცხადებს ხუნდაძე.