„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
შეერთებულ შტატებში რაშა გეითსის საქმის წარმოება ეტაპებს გადის - დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ახლა უკვე სასამართლოშია, თავად ტულსი გაბარდი კი კიდევ ერთხელ საუბრობს არაფორმალური გავლენებისა და გამოძიების პროცესში შექმნილი ხელოვნური ბარიერების შესახებ.
"მე ჩემს საქმეს ვასრულებ — ვამხელ "დიფ სთეითის" მოქმედ სახიფათო პირებს" - ამბობს შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი.
პარალელურად, ე.წ. დიფ სთეითსა და არაფორმალურ გავლენებზე ისაუბრა შტატების პრეზიდენტის შვილმაც, ტრამპ ჯუნიორმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შტატებში ტერმინს "დიფ სთეითი" სულ სხვა დატვირთვით იყენებენ.
"მე ვერ გეტყვით, ვინ არის "დიფ სთეითი". "დიფ სთეითი" არის "ქართული ოცნების" ბრენდი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ გაემართლებინა საკუთარი ასეთი უგუნური ნაბიჯები“, - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ტატა ხვედელიანი.