სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
"30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოსაწესრიგებლად," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს განვითარება.
"დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და წარმოადგენს მართლაც საამაყო მემკვიდრეობას, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად, სრულად გამოხატავს ჩვენი ერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას. ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს განვითარება, დიზაინის განახლება, ახალ საჭიროებებზე მორგება, საიუბილეო კუპიურებისა თუ მონეტების გამოშვება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ჩვენი საბანკო სექტორი მრავალი წელია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. ის აგრძელებს სანდოობის განმტკიცებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ქვეყანა ახალი შესაძლებლობებისკენ მიჰყავს. ყველას გილოცავთ ქართული ლარის 30 წლის იუბილეს. მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ეროვნული ფულის ყოველი მომდევნო იუბილე მეტი და მეტი სიხარულის და სიამაყის მომტანი ყოფილიყოს!" - განაცხადა პაპუაშვილმა.