ავარია გორში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1748808247
ბოლო არჩევნები მოქალაქეთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე გვქონია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში.
პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ქაოსი სუფევდა.
„ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ერთად. მათ ამომრჩევლებისგან იმაზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,2 მილიონმა ადამიანმა, საიდანაც 1,2 მილიონმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 800 000-მა ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც გაერთიანდნენ. როგორც კი არჩევნები დასრულდა, პირველი, ვინც განცხადება გააკეთა, ჩემი წინამორბედი [სალომე ზურაბიშვილი] იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბოლოო შედეგები გამოცხადებული და ის უკვე საუბრობდა! შემდეგ, ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც რუსული ეფესბე-ს ოპერაციაზე საუბრობს. მან წარმოადგინა აბსოლუტურად დამაბნეველი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ერთმა პირმა 17 სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მისცა ხმა. ეს გარდაუვალი მარცხი იყო მათთვის, რადგან არჩევნებამდე არსებობდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომლებიც [ოპოზიციის] მარცხს პროგნოზირებდნენ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.