ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური ფულით დაფინანსების და საქართველოზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.
მან განმარტა ის წინაპირობები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის მიღებას უძღოდა წინ.
პრეზიდენტმა აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტის შემდეგ კითხვაზე პასუხად ისაუბრა:
„მიღებული იყო კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების, მანიფესტაციებისა და ლგბტ თემის შესახებ, რომლებიც გააკრიტიკეს ევროკავშირმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“. დამოუკიდებელმა ორგანიზაცია Amnesty International-მაც კი გააკრიტიკა ეს”.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიწყეს ორმაგი სტანდარტების გამოყენება.
„საქართველოს გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს. ქვეყნებმა, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიწყეს ორმაგი სტანდარტების გამოყენება, რაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემუქრებოდა... და მათ აქ ჰყავდათ თავიანთი მოკავშირეები. ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, მაგალითად, USAID-ის მიერ ფინანსდებოდნენ, მათ ჰქონდათ დიდი ფინანსური რესურსები და დაკავშირებული იყვნენ პოლიტიკურ ძალებთან. მათი მეშვეობით დაიწყო ზეწოლა. საქართველოში გვქონდა ინფორმაცია, რომ უზარმაზარი რაოდენობის ფული შემოდიოდა.
და ეს ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ასე ფინანსდებოდნენ. ეს უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. უნდა განვმარტო ის მოთხოვნები, რაც დაწესებულია კანონში უცხოელი აგენტების გავლენის შესახებ.
მაგალითად, თუ დაფინანსების 20% ან მეტი მიიღება, უნდა წარმოდგენილი იყოს სპეციალური განაცხადი. არცერთი საქმიანობა არ აიკრძალა, ეს მხოლოდ იმაზეა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, ვინ აფინანსებს, რომელი ქვეყნიდან მოდის დაფინანსება და რაზე იხარჯება.
რეიტინგებში საქართველოს მთავრობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ლიდერი გამჭვირვალობით ევროპაში. USAID-ი აქ იყო, ადრე თანამშრომლობდა ჩვენთან, მაგრამ შემდეგ ვკითხეთ გამჭვირვალობის შესახებ, როგორ გავხადოთ გამჭვირვალე ის ფული, რასაც იღებდნენ. და მათ უარი თქვეს.
და ახლა, არავინ მალავს, რომ ეს ორგანიზაციები - როგორც მარკო რუბიომ, ტრამპმა, ჯ. დ. ვენსმა თქვეს - მუშაობდნენ მთავრობების დასამხობად, რევოლუციების მოსაწყობად. და ამიტომაც დახურეს ისინი. ისინი აკონტროლებენ მედიას სხვადასხვა ქვეყანაში და სურდათ ეჩვენებინათ, რომ ჩვენ ვართ რუსული ხელისუფლება, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროპას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.