მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149
დედას იფიცებდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ახლა ხაზარაძის გეგმა არჩევნებში მონაწილეობაა, ნიჩურტი გვქონდა, როცა ვიფიცებდით და ფიცის გატეხა შეგვიძლიაო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებს, დამარცხდება.
„ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით თავის აგენტურას გამოააშკარავებდა. დედას იფიცებდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაგრამ ნაწილი უკვე ამბობს, რომ არჩევნებში ჩაერთვება. მამუკა ხაზარაძემ თქვა, გეგმა მე ვარო, ახლა მისი გეგმა არჩევნებში მონაწილეობაა. არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ, პოლიტიკურად განადგურდებიან. ფიცი კი არ გატეხეს, თქვეს, ნიჩურტი გვქონდა, როცა ვიფიცებდით და ამ ფიცის გატეხა შეგვიძლიაო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.