რატომ გვესიზმრება ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი - ნოსტრადამუსის და ვანგას ახსნა
1755254984
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სასამართლოს მიერ გამამართლებელ განაჩენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებს რადიკალური ოპოზიციის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან ბევრი ბინძური სპეკულაცია მოჰყვა და დამკავებელი პოლიციელები ნარკოტიკების „ჩამდებად“ გამოაცხადეს“.
ქართველიშვილის შეფასებითვე, „გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ ახობაძეს ან აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით მათ მართლაც ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული, მაგრამ მისასალმებელია, რომ სასამართლომ პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მოითხოვა“.
„შესაძლოა ცოტა ვრცლად გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, წაკითხვად ღირს...
ბოლო დღეებში, ჩემს გარემოცვაში მცირე აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა შეინიშნება სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენების გამო. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ითხოვს, რომ მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც გასული თვეების განმავლობაში, ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ, გარედან დაფინანსებულ არეულობაში მონაწილეობდა და ცხადია, ეს მოთხოვნა აბსოლუტურად ბუნებრივი და სამართლიანია. ამის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართლებრივი პრინციპების ზედმიწევნით დაცვას და სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ, გამართულ ფუნქციონირებას. თითოეული ბრალდებულის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იმდენად რკინის არგუმენტებით უნდა იყოს დასაბუთებული, რომ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნას ევროპულ სასამართლოებში. რა ვნახეთ ამ დრომდე? ვნახეთ გამამტყუნებელი განაჩენები და ვნახეთ ყველა მსჯავრდებულის მხრიდან ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა. ასევე ვნახეთ გამამართლებელი განაჩენები ვინმე ახობაძის და ვინმე აბრამოვის მიმართ.
სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებს რადიკალური ოპოზიციის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან ბევრი ბინძური სპეკულაცია მოჰყვა და დამკავებელი პოლიციელები ნარკოტიკების „ჩამდებად“ გამოაცხადეს. არადა, საქმე ბევრად უფრო მარტივად არის, ვიდრე ამას ოპოზიციის პროპაგანდა ასაღებს. ახობაძე რა „ჩიტიც“ არის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ისიც, რომ იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან სწორედ ბავშვებისთვის მოპარული მორფის გამო გააგდეს, მაგრამ როგორც თავში აღვნიშნე - მძიმე დანაშაულზე გამამტყუნებელ განაჩენს სჭირდება რკინის მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ე ბ ა!
გამამართლებელი განაჩენი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ახობაძეს ან აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით მათ მართლაც ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული, მაგრამ მისასალმებელია, რომ სასამართლომ პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მოითხოვა. მაგალითად - თუ საქმეში დევს ჩვენებები, დნმ-ის ანალიზი, ოპერატიული ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებები, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმეს თან რომ დართვოდა ჩხრეკისა და ნარკოტიკების ამოღების ვიდეო მტკიცებულება, ამ შემთხვევაში აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა.
სამართლიანობის პრინციპების დაუწერელი კანონია, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ და ამჯერადაც სწორედ ამ პრინციპის მიხედვით იმოქმედა სასამართლომ. ამიტომ - პროპაგანდისტების ბინძური ტყუილი, რომ ვინმეს პოლიციამ წამალი ჩაუდო - რეალურად ასე გამოიყურება - პროკურატურამ ვერ დააკმაყოფილა მძიმე დანაშაულის მტკიცების ის მაღალი სტანდარტი, რაც სასამართლომ მოითხოვა. ტრაგედიაა ეს ყველაფერი? არა მეგობრებო - ეს ყველაფერი არათუ ტრაგედია, არამედ ძალიან პოზიტიური ამბავია. ეს გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე და მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონის და კონსტიტუციის მიხედვით და არა ვინმეს პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედია, ამიტომ ის პროპაგანდა, რომ რადიკალების არასასურველი გადაწყვეტილების დროს სისტემას კლანი მართავს, ხოლო მათთვის მისაღები გადაწყვეტილების დროს - ტაშს უკრავენ, ბოდიში და დიდი მამაძაღლობაა.
სასამართლო სისტემა ან დამოუკიდებელია, ან დამოკიდებული. ჰოდა, ახლა ჩვენს უსამშობლო რადიკალებს მივმართავ - როგორ ხდება ისე, რომ ხან მოგწონთ სისტემა და ხან არა? იქნებ ჩამოყალიბდეთ, მესიჯი დაალაგოთ და შემდეგ დააღოთ პირები, თორემ დაიბნა თქვენი „ბაბლი“, ვეღარ გაიგეს სასამართლო ხელისუფლებაში „კლანობიაა“ თუ „უკლანობა“, - წერს ქართველიშვილი.