საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში - არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მსვლელობაში მონაწილეებმა, ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ "ბერიკაობას" რაოდენობრივად ორ საათში აჯობეს. ამასთან, დღეს, მსვლელობაში მონაწილეებს არავისთვის უგინებიათ და არც შეურაცხმყოფელი სიმღერები უმღერიათ.
„ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში - არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით. 200 დღის განმავლობაში ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ „ბერიკაობას“ რაოდენობრივად ორ საათში „გადავუჯოკრეთ“. არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია - ვხალისობდით ერთმანეთთან ურთიერთობით და ვლოცულობდით. ძალიან მინდა დღევანდელი საქართველოს კადრები ჩვენს მართლმადიდებელ ძმებსაც ვანახოთ: სერბეთში, რუმინეთში, ბულგარეთში - ნიშნად იმისა, რომ მარტონი არ არიან. ჯო უილსონსაც გადავუგზავნოთ - ჯანდაბას მაგის თავიც. ნიშნად იმისა, რომ ჩვენთან არს ღმერთი და არა პირიქით. გილოცავთ დებო და ძმებო ოჯახური სიწმინდის დღეს. მოეფერეთ ცოცხლებს, ილოცეთ გარდაცვლილებზე. ჭიქა აუწიეთ დღეს ერთმანეთს”, - წერს დავით ქართველიშვილი.
ზოგიერთი გაბუტვის პოლიტიკას ირჩევს. ეს აჩვენებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხონ. ამიტომ კარგია, რომ არის ნელ-ნელა გამოფხიზლება იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს. ეს მცდელობა იყო,. ვნახეთ, რამხელა წნეხი იყო ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან, ზოგიერთი ელჩისგან ქვეყნის შიგნით, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში და უნდოდათ, რომ ელჩების მართული ხელისუფლება ყოფილიყო, მაგრამ ხალხმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება ხალხის მიერ არჩეული და ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს.