1754499929
დავით მათიკაშვილი: იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი არის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო

იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი არის ამ [ლგბტ] პროპაგანდის საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
„იმედია, შვედეთიდანაც კარგად იყურებიან ჩვენს ქვეყანაში და ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილი არის ამ [ლგბტ] პროპაგანდის საწინააღმდეგო. მკაფიოდ დააფიქსირონ რატომ ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან იმის საპირწონედ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს რაიმე შეფერხება შეხვდეს. რატომ ითხოვენ იმ საკანონმდებლო სივრცის გაუქმებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას კრძალავს და არ არღვევს არასდროს უფლებებს?!“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი. ჯესიკა როზენ კრანცს ულფ კრისტერსონის ნათქვამში კორექტივები შეაქვს და ამბობს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ.
შვედეთის პრემიერის პოზიციასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ შვედეთის საელჩოს დამატებითი კითხვით მიმართა - ლგბტ პირების უფლებების სრულად დაცვაში იგულისხმება თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება. „ქრონიკა“ კითხვაზე პასუხს ელოდება.