ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მათიკაშვილი 26 მაისის საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
„რადიკალებს ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ, შექმნან ის ვითარება, რაც იქნებ ანტიქართული და რაც მათი და მათი პატრონების წისქვილზე დაასხამს წყალს. მკაფიოდ მოვისმინეთ კონკრეტული გზავნილები, სადაც საუბარია მსხვერპლზე, მოვლენების რადიკალიზაციაზე. ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება პირველ რიგში, იმ ძალების მხრიდან, ვინც ერთის მხრივ რადიკალიზმს აფინანსებს საქართველოში და მეორეს მხრივ, ჯერაც კონსულტაციებს მართავენ. ეს არიან მათი დონორები, საელჩოების წარმომადგენლები. ერთი რამ უნდა ვუთხრათ ყველას ვინც რაიმე ფორმით დააპირებს 26 მაისს, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს არავის წაუცდეს თითი და სახალხო ზეიმს რაიმე ფორმით ჩირქი არ მიაცხოს.
ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან. კარგად ვიცით, რომ ეს არის ბაქი-ბუქი, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია. ის 200-300 კაცი საღამოობით რუსთაველზე რომ დაიარება, არის სწორედ ამის მანიშნებელი. ეს არის ის ელექტორალური მხარდაჭერა, რაც რადიკალებს გააჩნიათ. კარგად დაფიქრდნენ პირველ რიგში დონორები, საელჩოები, კონკრეტული ორგანიზაციები, როდესაც დაფინანსებას აძლევენ რადიკალიზმით გამსჭვალულ ორგანიზაციებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.