ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ე ვეღარ ვიქნები ამ გუნდში და ვტოვებ კასპის „ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელის პოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მილაძე.
იგი აღნიშნავს, რომ მის მორალში არ ჯდება „ლელოს“ პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკური პარტია არ არის ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი. ნებისმიერ პარტიას რუსული მთავრობის შეცვლის ინსტრუმენტად განვიხილავდი. ასე იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, როცა პატივი მერგო და ნდობა გამომიცხადეს, ვყოფილიყავი კასპში "ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელი. ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი ჩემი მორალი და პიროვნულობაა.
ამ მორალში არ ჯდება პარტია "ლელოს" დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის პირობებში და "ქართული ოცნების" ადმინისტრირებულ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. თავს ვერ მოვიტყუებ და ვერც ამომრჩეველს მოვატყუებ. კასპის საკრებულოს დეპუტატობა არ მიღირს ამად! მინდა ღირსეული ვიყო, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ბიჭის მამა, რომელიც ამ დღეებში დაიბადება. მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადებები კი ცხადს ხდის მის პოზიციას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ჩემთვის დისკუსიის გახსნაც იგივეა, რაც არჩევნებში გასვლა. თუკი ვფიქრობ, რომ ამ აბსურდულ არჩევნებში გასვლა მოღალატეობრივია, ვერ გავმართავ დისკუსიას, შეიძლება თუ არა ვიყო მოღალატე.
სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანური და პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ვეღარ ვიქნები ამ გუნდში და ვტოვებ კასპის "ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელის პოზიციას.
პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი გუნდის უამრავ წევრს, იმ ურთიერთობისთვის და ყურადღებისთვის, რასაც აქამდე ჩემს მიმართ იჩენდნენ. განსაკუთრებული მადლობა კი გრიგოლ გეგელიას, რომელთან ერთადაც მართლაც უდიდესი შრომა გავწიე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. მადლობა მას უანგარო ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის", - წერს ირაკლი მილაძე.