ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
სალომე ზურაბიშვილმა რაზე ისაუბრა, მხოლოდ ელენე ხოშტარიამ გაიგო, მხოლოდ მას გამოუტანია აზრი, ოღონდ რა ისაუბრა ქალბატონმა, ალბათ თვითინაც არ იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, მესიჯი დაუგვიანდა, მაგრამ განცხადება უნდა გაეკეთებინა, ამიტომაც გამოუვიდა ის უშინაარსობა, რაზეც ისაუბრა.
„ბადრი ჯაფარიძეს რაც შეეხება, ის არის ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია, ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ფულის ამოღების მცდელობა ჰქონდა, უნდოდა, საკუთარ ჯიბეში ჩაედო და დამარცხდა საერთაშორისო არბიტრაჟში. მამუკა ხაზარაძესთან ერთად ცდილობდა საკუთარი ჯიბის მოთბობას. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, რომლის გარეცხვასაც ასე წარმატებით ცდილობენ პატრონები და რასაც ვხედავთ არის ე.წ. დაპირისპირება და შოუ“, – განაცხადა არჩილ გორდულძემ.
რაც შეეხება არჩევნებს, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა დაფიქრდა, თუ რა მოწოდებებს აკეთებენ, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება, არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად მიიღონ, აზრი დააფიქსირონ და ამ პროცესში მათთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
„კარგად გაიაზრონ, პატრონებსაც უთხრან, ნუ დაგვავალებთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავდეს. წარსულში, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, სადაც ადამიანებმა მიზანმიმართულად დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს კონსტიტუცია და თავი დაიპატიმრეს, შემდეგ, მათი პატრონები, ბიუროკრატიის წარმომადგენლები ვაი-ვიშს ატეხდნენ. ფრთხილად იყვნენ, იმავე შედეგი არ დადგეს. ჩვენ ვხედავთ, რომ პატრონების დავალებით ოთხი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ორი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეცხვა მიმდინარეობს, მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, თითქოს „ლელოელი ნაცები“ და „გახარია- ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან. შოუ, რომელიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს იმას ემსახურება, როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს, თუმცა „ნაცის“ იმიჯს რა გამოასწორებს. „ნაცები“, მორალურად ასევე საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან დამძიმებულები არიან და ეს ყველაფერი მათ რეიტინგზე აისახება, უმცირდებათ მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ გოდულაძემ.