„მკვლელი“ შხამი კიბოს წინააღმდეგ — მეცნიერების ახალი აღმოჩენა
1755712978
დეზინფორმაცია და მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციაა, როდესაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და სხვა პირების გვერდით აყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ნახევარმილიონიანი გრანტი რამდენიმე ქვეყანაში დაპატიმრებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესებისთვის ბრძოლას მოხმარდება.
გორდულაძის თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადება სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
„მაკკეინის ინსტიტუტს“ მაშინ კეთილი ენება და იმ ადამიანის სახელი და გვარიც ჩაეწერა სიაში, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა და შემდეგ 14 თვით პასუხისმგებლობა დაეკისრა. მაგრამ განცხადება მასზე არ გაუკეთებიათ. რატომ არ გაუკეთებიათ? იმიტომ, რომ ის ადამიანი არ არის გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი. სამწუხაროდ, ქალბატონი მზია ამაღლობელი გამოყენებულია აგენტურის და მართული ადამიანების მიერ, მათ შორის უცხოური სახელის და გვარის მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიერ, რათა ჩვენთან საპროტესტო მუხტი შემოიტანონ. რეალურად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მზია ამაღლობელს, რომლის კადრებიც ყველამ ნახა, დანაშაული აქვს ჩადენილი. მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები თუ არ არის, შეუძლია, აპელაციაში და კასაციაში გაასაჩივროს და, შემდეგ თუნდაც ევროპულ სასამართლოში წავიდეს. დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლოც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საპროცესო ქმედებები ევროპულ
ქარტიას სრულად შეესაბამება, რომელიც მაგალითად, ვნახეთ „რუსთავი 2“-ის , ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას შემთხვევაში და სხვათა მიმართ. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვინახავს არცერთი იმ ინსტიტუტის, მათ შორის არც საელჩოების განცხადებები, რომლებიც ცდილობდნენ, სასამართლო პროცესში პოლიტიკა შემოეტანათ და მართლმსაჯულებაზე ზეწოლა განეხორციელებინათ. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ეს განცხადებაც ერთ-ერთი მცდელობაა, რომ სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე გავლენა მოახდინონ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ დაფინანსების წყაროს მიზანია არეულობის გზით ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა.
„უკრაინაში ომი როცა დაიწყო და ის უბედურება დატრიალდა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი „ამერიკის ხმას“ აძლევდა ინტერვიუს, სადაც სიცილით და ქილიკით საუბრობდა, საქართველოში თუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და ადამიანები გარდაიცვლებოდნენ. ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს მაკკეინი. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი სტიპენდიანტია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ამავე განცხადებაშიც „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დაადასტურა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერიო და უზრუნველვყავით, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მომხდარიყოო. გვარამია ვინ შეიწყალა? სალომე ზურაბიშვილმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის გარე ძალების ერთ-ერთი რიგითი აგენტი.
ახლა ნახევარი მილიონი გრანტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დავსვათ კითხვა, ნახევარი მილიონის უკან რეალურად რა თანხებია, რომელიც ისევ და ისევ მიმართული უნდა იყოს, რათა ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ და დეზინფორმაცია გაავრცელონ. განცხადებაშივე წერია, ნიკა გვარამია თურმე რეპორტაჟების გამო იყო მსჯავრდებული, როდესაც დადასტურებულად ვიცით სასამართლოს მიერ, არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ, რომ ნიკა გვარამიამ თანხები მოჰპარა იმ ორგანიზაციას, რომელშიც იგი იყო დასაქმებული და ეს თანხა საკუთარ ჯიბეში ჩაიდო. ამიტომ მოიხადა მან სასჯელი და უნდა მოეხადა, რომ არა ისევ და ისევ გარედან მიღებული დავალება.
ერთმა აგენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეორე აგენტი ნიკა გვარამია გადაარჩინა და შეიწყალა, რადგან ასეთი დავალება მიიღო გარედან იმ ძალებისგან, რომლებსაც ვხედავთ. „მაკკეინის ინსტიტუტს“, USAID-ს, „ნედს“, თუ „იიდის“ შორის არავითარი განსხვავება არ არის. მათი დაფინანსების წყარო ის ერთია, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას, თუ „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, რომლის მიზნებიც ბნელია – ჩვენს ქვეყანაში შუღლის ჩამოგდება და არეულობის გზით ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.