ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
ორი დღე ვადის ამოწურვამდე - არჩევნებში მონაწილეობისა და რიგითი ნომრის მინიჭების მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში განცხადება 17 ივლისამდე უნდა შეიტანონ.
თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს "ლელომ" და გახარიას გუნდმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერობის მათი ერთობლივი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება.
ამ ორ პარტიას ისევ მწვავედ აკრიტიკებენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიცია გარე პროცესებზეა დამოკიდებული და რეალურ კონკურენციას გაურბის.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" და "ლელოს" ერთობა არაფრისმომცემია.
"არაფრისმომცემი ალიანსი, არაფრისმომცემი ერთობა იმიტომ, რომ შედეგობრივად ვერაფერს სასიკეთოს რადიკალური ძალებისთვის ვერ მოიტანს. ეს ისევ კარგად აჩვენებს იმ მცდელობას, ქვეყნის ფარგლებს გარედან, აქ ინსცენირება მოახდინონ თითქოს და შუაშისტური ძალების გამოყოფის.
გახარიას და "ნაცმოძრაობას" 4 მუნიციპალიტეტში აქვთ არაჩვეულებრივი ერთობა და პოლიტიკური ქორწინება. "ლელო" და ხაზარაძე- ჯაფარიძე "ნაცმოძრაობის" ყოფილი ბანკირები და ჯიბეები რომ დღეს ვერაფრით ვერით იქნება "ნაცმოძრაობისგან" გამიჯნული, ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ.
არის მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის ტყუილით მოხდეს გარკვეული პოლიტიკური ბენეფისების და უპირატესობის მონიჭება, რომელსაც უშედეგო ფინიში ექნება. 64-ვე მუნიციპალიტეტში ექნებათ მძიმე დამარცხება რადიკალებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.