„215 ლიფტის განახლება მოვახდინეთ, მზად ვართ მსგავს პროექტებში დავხარჯოთ ფული, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“ - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის რაიონში, კახა ლაბუჩიძე

კახა ლაბუჩიძე

„ძალიან კარგად მუშაობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტები და დღეს, თბილისში, იშვიათად მეგულება ამხანაგობა, რომელსაც ერთი ბენეფიტი მაინც არ მიუღია დედაქალაქის გამგეობებიდან. როცა ჩვენ გვერგო ამორტიზებული ლიფტების პარკი, ისნის რაიონის გამგეობამ და მაჟორიტარმა, საერთო გადაწყვეტილებით, 215 ლიფტის სრულიად განახლება მოვახდინეთ", - ამის შესახებ ისნის რაიონის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ლაბუჩიძემ „დღის სტუმარში" ისაუბრა.

„ეს რომ ციფრებში გადავითვალოთ, მერწმუნეთ, არაა პატარა ციფრი - დაახლოებით, 10 მილიონია, მაგრამ ამ 4 წელიწადში, ჩვენ ვართ მზად, რომ მსგავს პროექტებში დავხარჯოთ ფული, რადგან თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხო მგზავრობა იყოს გარანტირებული, კომფორტული და ორიენტირებული იმაზე, რომ არამარტო შენობის შიგნით იყოს კომფორტული ლიფტი, არამედ მისი გარემო," - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.