მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო დროს, როცა დღე-ღამის ციკლი 25 საათი გახდება
1775156728
თუ ეს ომი კიდევ გაგრძელდება, რუსი დედები იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე მათ ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომებში ერთად დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დაყრის, გადარჩენის შანსს მიიღებს.
„მივმართავ რუს წვევამდელებს, ასევე სხვა რუს ჯარისკაცებსაც: დაყარეთ იარაღი, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე ბრძოლის ველზე დაღუპვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.