ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - BBC
1746565193
უკრაინული მედიის ცნობით, რადას დეპუტატი ევგენი შევჩენკო ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს.
"დეპუტატი ევგენი შევჩენკო პოლონეთთან საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის კიევში გადაიყვანეს.
დეპუტატი შევჩენკო არაერთხელ აღფრთოვანებულა ბელორუსის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული პრეზიდენტით.
ლუკაშენკოს ის ხშირად სტუმრობდა, გახდა პროპაგანდისტული ისტორიების "გმირიც".
გასული წლის მაისში, შევჩენკო ფრაქცია "ხალხის მსახურიდან" გარიცხეს კიდეც." - წერს გამოცემა YNIANI Telegram-ზე.