„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ხვალ განახლდება. შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართება, ინფორმაციას უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
დავით არახამია წერს, რომ თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის საჭიროებაზე ისაუბრა. რუსულმა დელეგაციამ კი უფრო მნიშვნელოვნად, ამ ეტაპზე, თანმიმდევრული შეთანხმების პროექტი დაასახელა.
ამავე დროს, უკრაინული მხარე ითხოვს, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა რუსეთის, ან ბელარუსის ტერიტორიაზე არ შედგეს.