ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის და გრუშევსკის სახელობის 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორის გახსნაც აღნიშნა.
„საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორია. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის სხვა საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და აუცილებლად გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესიდან“, - განაცხადა სტეფანჩუკმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764