ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1754504477
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებას მიანიშნებდეს.
„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ეს განცხადება რუსეთში, ბრაიანსკის ოლქის ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარზე კომენტირებისას გააკეთა.