რუსეთის მიერ ოდესაში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა

თავდასხმა ოდესაზე

რუსული მხარის მიერ ოდესაში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა.

„სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები. დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწევათ“, – განაცხადა ქალაქის მერმა სერგეი ლისაკმა.

თავდასხმის  შედეგად რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც.

როგორც უკრაინული მედია წერს, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე ობიექტზეც.

სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.