1750017082
პოდოლიაკი: ზელენსკი არ დათანხმდება მობილიზაციის ასაკის შემცირებას და ახალგაზრდების ფრონტზე იძულებით გაგზავნას რუსეთის წინააღმდეგ ახალი დასავლური სანქციების შემოღების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდება მობილიზაციის ასაკის შემცირებას და ახალგაზრდების ფრონტზე იძულებით გაგზავნას რუსეთის წინააღმდეგ ახალი დასავლური სანქციების შემოღების სანაცვლოდ.
„პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, რომ ასეთი სცენარის რეალიზება, ანუ მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე არსებითად შემცირება, შეუძლებელია. პრეზიდენტი ამას ნამდვილად არ განახორციელებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
ამავდროულად, პოდოლიაკს უცნაურად მიაჩნია ევროპელების ან ამერიკელების განმარტება იმის შესახებ, რომ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააწესებენ, თუ უკრაინაში 18 წლიდან მოხდება მობილიზაცია.