ვინ მიიღებს, ერთჯერადად, 1000 და 2000-ლარიან დახმარებას - მთავრობის განკარგულება ცნობილია
1746560180
მთელი მსოფლიო ლოცულობს უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების გაუმართლებელ თავდასხმას განიცდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“.
„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიცოცხლის განადგურებაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს,“- განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ, ომი ოფიციალურად გამოაცხადა