„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
CNN-ის ბიურო საბერძნეთში წერს, რომ ათენში, კატო პატისიაზე, სასულიერო პირი 17 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოცემის ცნობით, მღვდელი 37 წლისაა, დაქორწინებულია და სამი შვილი ჰყავს.
ის კატო პატისიაზე მდებარე ეკლესიის მოძღვარი იყო. სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ სასულიერო პირი არასრულწლოვანზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.
გამოძიების ინფორმაციით, მღვდელი გოგონას ეროტიკული ხასიათის ფოტოების გაგზავნასაც სთხოვდა.
მოძღვარს გამოძიება რამდენიმე მძიმე სისხლისმართლებრივ მუხლს ედავება.