„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის სპეცოპერაციის ძირითადი მიზანი კიევში შეჭრა და პირადად უკრაინის პრეზიდენტის განადგურებაა.
პოდოლიაკი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევს არ დატოვებს.
„რუსული სპეცოპერაციის ძირითადი სცენარი ნათელია - მათი ერთადერთი მიზანია კიევში შესვლა და უკრაინის ხელმძღვანელობის, პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის განადგურება. ზელენსკი რჩება კიევში, მან უნდა აჩვენოს, რას ნიშნავს უკრაინელი ხალხის გამძლეობა,"- აცხადებს პოდოლიაკი.