ლვოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ლვოვი

რუსეთმა ლვოვზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერი, ანდრეი სადოვი აცხადებს.

„ხმაურიანი ღამე ლვოვში. მტერმა განახორციელა კომბინირებული შეტევა შაჰედებითა და რაკეტებით“, – განაცხადა სადოვმა.

სადოვი ასევე აღნიშნავს, რომ აფეთქებების ტალღამ ათობით სახლი დააზიანა.